სიახლეები


საგადასახადო მომსახურების მომხმარებლის უფლების შესახებ

"საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების მომხმარებელს უფლება აქვს, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერისთვის საჩივრით მიმართვის დღიდან არაუგვიანეს 6 თვის განამვლობაში, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ - კომისია) მხოლოდ საგადასახადო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ მისი მოთხოვნა არ აღემატება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს (სადავო ქმედების განხორციელების თარიღით ან წარდგენის თარითით). კომისია დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 90 კალენდრული დღის ვადაში (შესაძლებელია გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით). კომისია დავას განიხილავს უსასყიდლოდ. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშეც.

უკან 06.11.2023
-->