ჩვენ შესახებ

ჩვენი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რასაც მათთვის გადახდების სწრაფი, კომფორტული და დაცული ალტერნატივის შეთავაზებით უზრუნველვყოფთ.

eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულეა. ციფრულ სამყაროს 2007 წელს შემოვუერთდით და დღეს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ვაერთიანებთ

2 მილიონზე მეტი

ციფრული საფულის მფლობელი

17 წელი

ციფრულ სამყაროში

10 მილიონზე მეტი

ტრანზაქცია წელიწადში

eMoney-ში შექმნის დღიდან გატაცებული ვართ ისეთი პროდუქტების/სერვისების შექმნით, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

მუდმივად ვეძებთ თუ არა ინოვაციებს?
დიახ და ყველა მცდელობის წინ, ვსვავთ ორ მარტივ კითხვას:
  • • გვესმის თუ არა ადამიანის პრობლემა/საჭიროება?
  • • აგვარებს თუ არა ჩვენი სერვისი ამ კონკრეტულ პრობლემას?
თუ ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხი გვაქვს, მოქმედებას ვიწყებთ!

ჩვენთან ადამიანური ურთიერთობები მკვეთრად გამოხატული ფასეულობაა. Fintech-ში მრავალწლიანი მოგზაურობის მთავარი ხიბლი ის შესანიშნავი გუნდია, სადაც ყველასთვის სასიამოვნოა მუშაობა.

უპირატესობას თავისუფალ აზროვნებას, იდეებსა და ინიციატივებს ვანიჭებთ. ჩვენ შთაგვაგონებს საქმე, რასაც ვაკეთებთ და ადამიანები, ვისთვისაც ვაკეთებთ ამას.

ისტორია

2007
2012
2013
2015
2019
დაარსდა მისიით - პირველად საქართველოში, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ადამიანები და გლობალური ელექტრონული კომერციის პლატფორმები.
Emoney პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღიარა საგადასახდო მომსახურების პროვაიდერად.
მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა ფინანსური სერვისებით სარგებლობისთვის პირადობის მოწმობის (EID ბარათი) გამოყენება და ATM-ებიდან თანხის უკონტაქტო განაღდება, სერვისით 500,000-ზე მეტი ინდივიდუალი და 30-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.
სატელეკომუნიკაციო და საბანკო ინფრასტრუქტურაში დახვეწილი ინტეგრაციის საშუალებით, EMONEY გახდა წამყვანი სერვისი ქართველი არასაბანკო კრედიტორებისთვის, როგორც სესხის გაცემის, ასევე დაფარვის მიმართულებით.

შეიქმნა განახლებული ვებგვერდი და გაეშვა აზარტული საფულე, რომელიც აერთიანებს საქართველოში წამყვან ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიტანონ და გადმოიტანონ თანხა სწრაფად და მარტივად.

 

eMoney არის პირველი და უმსხვილესი ქართული მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომლის გამოყენებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. ჩვენი მომსახურება არის სანდო და დაცული, ამიტომაც 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვანდობს საკუთარ გადახდებს.

eMoney არის მრავალფუნქციური ვებ გვერდი, რომელიც გაძლევთ საშუალებას:

  • იშოპინგოთ ონლაინ
  • აიღოთ ან დაფაროთ ონლაინ სესხი
  • მიიღოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები სახლიდან გაუსვლელად
  • იყიდოთ, გაყიდოთ, მიიღოთ და გააგზავნოთ ბითკოინები
  • გადაიხადოთ სხვადასხვა 400-ზე მეტი გადასახდელები სახლიდან გაუსვლელად
  • გადმოიტანოთ ტოტალიზატორში მოგებული თანხა eMoney ბალანსზე
  • გაანაღდოთ მოგებული თანხა ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან eID ბარათის მეშვეობით

 

eMoney ბალანსის შევსება შესაძლებელი რის:

  • 10-ზე მეტი ბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან ან ფილიალიდან
  • ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატიდან  LB Pay Express Pay  NOVA   TBC Pay  IPS
  • საფულეზე გადაბმული ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან
  • ნებისმიერი Visa Mastercard Pay  ბარათიდან
  • ონლაინ კაზინოდან და ტოტალიზატორიდან
  • საფინანსო კომპანიებიდან
  • ნებისმიერი ბითკოინის საფულიდან
  • საერთაშორისო ფულადი გზავნილებიდან

 

 eMoney საფულიდან თანხის გატანა შესაძლებელი არის:

  • ლიბერთი ბანკის 400-მდე მომსახურე წერტილიდან საქართველოს მასშტაბით. იხილეთ ფილიალების ჩამონათვალი. 
  • ლიბერთი ბანკის 630 ბანკომატიდან ელექტრონული პირადობის მეშვეობით. იხილეთ ბანკომატების ჩამონათვალი.
  • საფულეზე გადაბმულ PAY მულტისავალუტო ანგარიშზე თანხის გადატანით
  • ნებისმიერ ქართულ საბანკო ანგარიშზე, ან ნებისმიერ VISA ბარათზე გადარიცხვის გზით

 

 

შემოგვიერთდით სრულიად უფასოდ და ისარგებლეთ eMoney-ს უამრავი მოსახერხებელი და კომფორტული სერვისით.

 

eMoney დაარსდა 2007 წელს ნუგზარ ნებიერიძის და გიორგი ალხაზიშვილის მიერ, რომლებმაც საქართველოში პირველებმა გააცნობიერეს მარტივი, სწრაფი, იაფი და საერთაშორისო სტანდარტებით დაცული საგადასახადო სისტემის შექმნის საჭიროება.

სააქციო საზოგადოება „eMoney Georgia”-ს მთავარი მეწილეა შპს „eMoney”, რომლის აქციონერები არიან ნუგზარ ნებიერიძე, შპს „სმარტექსი“ და გიორგი ალხაზიშვილი.

2011 – 2012 წლებში ლიბერთი ბანკის შვილობილმა კომპანია Smartex-მა შეიძინა eMoney ჯგუფის წილი - 74.9%. Smartex და მისი აქციონერები აქტიურად არიან ჩართულები eMoney-ს სწრაფ ზრდასა და განვითარებაში.

2012 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაარეგისტრირა eMoney, როგორც "საგადახდო მომსახურების პროვაიდერი“ .

2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით eMoney-ს ჰყავს ორ მილიონზე მეტი რეგულარული მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც იყენებს eMoney-ის სერვისებს. მათი ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა აღემატება 3 მილიონს, ხოლო მათი მოცულობა არის 82 მილიონი ლარი. 

 

 

Smartex, საქართველოში startup-ების პირველი ინკუბატორი, ფლობს შპს eMoney ჯგუფის 74.9%-ს. დამფუძნებლები ნუგზარ ნებიერიძე და გიორგი ალხაზიშვილი არიან 19.05% და 6.05%-ის მფლობელები.

Smartex არის ლიბერთი კაპიტალის 77.8% და ლიბერთი ბანკის 21.3% მფლობელობაში.

-->