თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ eMoney საფულე, აქ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეთ ახლავე

აღიარებული და გამოყენებულია 2000000-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ
შეგიძლიათ შეავსოთ და გაანაღდეთ ფული მარტივად
გააგზავნოთ და მიიღოთ გადახდები უსაფრთხოდ, კომფორტულად და ეკონომიურად
გადაიხადოთ გადასახადები და შეავსოთ ასობით პროვაიდერის ბალანსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
იშოპინგოთ ონლაინ რეჟიმში მსოფლიო მასშტაბით, ვირტუალური VISA ბარათის მეშვეობით
გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი eMoney მომხმარებლით და შეასრულოთ გადახდები ყველა ვებგვერდზე, სადაც eMoney connect არის ინტეგრირებული
სს „იმანი ჯორჯია“ მიზნად ისახავს მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნასა და თაღლითური ქმედებებისგან მიღებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილებას, რისთვისაც ის მიმართავს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის და არა მხოლოდ: სისტემის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციების მიზნობრიობის, დანიშნულებისა და შინაარსის კონტროლს, მისი მომხმარებლების ქცევასა და აქტივობაზე დაკვირვებას. მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, მაინც არსებობს მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული მომხმარებელთა დაზარალების რისკები. აღნიშნული თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ: გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე უცხო პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; გადაამოწმეთ ვის ურიცხავთ ან ვისგან იღებთ თანხას; რა მიზნობრიობით და დანიშნულებით რიცხავთ ან იღებთ თანხას. აღნიშნული რეკომენდაციები არის მინიმალური (და არა ყველა) ქმედებები, რითიც შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ ფინანსური და ლეგალური რისკებისგან.