მნიშვნელოვანი ცვლილება არავერიფიცირებულ ანგარიშებთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 17.04.2019

16 მაისიდან,  eMoney-ის არავერიფიცირებული ანგარიშის ვერიფიკაცია სავალდებულო ხდება. შესაბამისად, არავერიფიცირებული ანგარიშიდან შეუძლებელი იქნება eMoney სერვისების გადახდა.

ვერიფიკაციის გავლის შემდგომ კვლავ შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი eMoney ანგარიშით სარგებლობა, ამასთანავე გააქტიურდება დამატებითი სერვისები, რომლებიც ვერიფიკაციამდე არ იყო ხელმისაწვდომი:

 

  • ანგარიშზე თვიურად ულიმიტო ბრუნვა 
  • მაღალი ლიმიტი 500-მდე სერვისის გადახდისას
  • მაღალი ლიმიტი ქართულ ბანკში გადარიცხვისას
  • მაღალი ლიმიტი Visa/Mastercard ბარათით გადახდისას
  • თანხის განაღდება eMoney ბალანსიდან eID ბარათის საშუალებით
  • საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება
  • ონლაინ კაზინოდან თანხის გადმოტანა eMoney-ზე

ანგარიშის ვერიფიცირების გზები:

ვერიფიკაციის სამი მარტივი გზა არსებობს.

  • ონლაინ ვერიფიკაცია
  • ლიბერთი ბანკის ანგარიშით ვერიფიკაცია
  • ლიბერთი ბანკის ფილიალში ვერიფიკაცია

სს „იმანი ჯორჯია“ მიზნად ისახავს მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნასა და თაღლითური ქმედებებისგან მიღებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილებას, რისთვისაც ის მიმართავს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის და არა მხოლოდ: სისტემის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციების მიზნობრიობის, დანიშნულებისა და შინაარსის კონტროლს, მისი მომხმარებლების ქცევასა და აქტივობაზე დაკვირვებას. მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, მაინც არსებობს მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული მომხმარებელთა დაზარალების რისკები. აღნიშნული თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ: გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე უცხო პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; გადაამოწმეთ ვის ურიცხავთ ან ვისგან იღებთ თანხას; რა მიზნობრიობით და დანიშნულებით რიცხავთ ან იღებთ თანხას. აღნიშნული რეკომენდაციები არის მინიმალური (და არა ყველა) ქმედებები, რითიც შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ ფინანსური და ლეგალური რისკებისგან.