ცვლილება eMoney ანგარიშებთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 14.02.2019

გაცნობებთ, რომ 14 თებერვლიდან eMoney-ის ანგარიშებთან დაკავშირებით დაიწყო ცვლილებები. მომხმარებლები, რომელთაც აქვთ რამოდენიმე eMoney ანგარიში, შეეძლებათ ამ ანგარიშების გაერთიანება მთავარი, ვერიფიცირებული ანგარიშის ქვეშ. აღნიშნული ცვლილებები 14 მარტიდან სავალდებულო გახდება.

რატომუნდაგააერთიანოთანგარიშები:

✅ თუ თქვენ გაქვთ დავიწყებული ანგარიშები, ანგარიშების გაერთიანების შემდგომ მასზე არსებული თანხები, ავტომატურად გადავა მთავარ ანგარიშზე

✅ ბალანსის გარდა თქვენ მთავარ ანგარიშზე გადავა ამონაწერები და სხვა დოკუმენტები, ანუ მათ უკვე მთავარი ანგარიშებიდან დაინახავთ

✅ ანგარიშების გაერთიანების შემდგომ თქვენ აღარ მოგიწევთ რამოდენიმე ანგარიშის დამახსოვრება და მართვა

✅ ჩვენც გაგვიმარტივდება თქვენთვის საინტერესო პტოდუქტების შემოთავაზება

როგორუნდაგააერთიანოთანგარიშები?

ანგარიშების გასაერთიანებლად, გთხოვთ, სასურველი ვერიფიცირებული ანგარიშით გაიაროთ ავტორიზაცია eMoney-ის ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში, სადაც დაგხვდებათ ანგარიშების გაერთინების გვერდი მოკლე ინსტრუქციით.


სს „იმანი ჯორჯია“ მიზნად ისახავს მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნასა და თაღლითური ქმედებებისგან მიღებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილებას, რისთვისაც ის მიმართავს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის და არა მხოლოდ: სისტემის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციების მიზნობრიობის, დანიშნულებისა და შინაარსის კონტროლს, მისი მომხმარებლების ქცევასა და აქტივობაზე დაკვირვებას. მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, მაინც არსებობს მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული მომხმარებელთა დაზარალების რისკები. აღნიშნული თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ: გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე უცხო პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; გადაამოწმეთ ვის ურიცხავთ ან ვისგან იღებთ თანხას; რა მიზნობრიობით და დანიშნულებით რიცხავთ ან იღებთ თანხას. აღნიშნული რეკომენდაციები არის მინიმალური (და არა ყველა) ქმედებები, რითიც შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ ფინანსური და ლეგალური რისკებისგან.