სიახლეები


დღეიდან თქვენ შეგიძლიათ ბითქოინ ქეშის სერვისების მისაღებად გამოიყენოთ ბითქოინ ქეშის ახალი და ძველი მისამართები

14 იანვრიდან ბითქოინ ქეშის ქსელში დაიწყო ახალი მისამართების გენერირება და eMoney-ს ქსელშიც ყველა ბითქოინ ქეშის მომხმარებელს მიენიჭებათ ახალი მისამართები, რის შემდეგაც ბითქოინ ქეშისა და ბითქოინის მისამართები განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ამცირებს მომხმარებლის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობას.

თუმცა, ზოგიერთი კომპანია კვლავ იყენებს ძველ ფორმატს ბითქოინ ქეშის სხვადასხვა სერვისებზე, მათ შორის ვებ-გვერდი: Antpool. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელს მივცეთ საშუალება გამოიყენოს როგორც ძველი, ასევე ახალი მისამართები სასურველ ვებ-გვერდებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად და დავამატეთ ძველი მისამართის არჩევის საშუალება, რომლითაც თანხის გაგზავნა კვლავინდებურად შეგეძლებათ

უკან 25.01.2018
-->