სიახლეები


სიახლე eLoan-ის მომხმარებლებს!

თუ ხართ ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი, თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ eLoan-ს ონლაინ სესხის თანხა ლიბერთი ბანკის ბანკომატებიდან პლასტიკური ბარათის გარეშე!

სესხის განაცხადის შევსებისას ველში: „თანხის მიღების ადგილი“ მიუთითეთ „ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან eID ბარათით“

მიბრძანდით ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ბანკომატთან 24 საათის განმავლობაში, დააჭირეთ eLoan-ის შესაბამის ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციას: 

  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ენა
  • მიადეთ eID ბარათი ბანკომატის წამკითხველს
  • შეიყვანეთ თქვენს მიერ eLoan-ში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მიიღებთ SMS შეტყობინებას ვერიფიკაციის კოდით
  • ჩაწერეთ მოცემული კოდი შესაბამის ველში
  • აირჩიეთ ან შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი თანხა და დააჭირეთ ღილაკს განაღდება

იმისათვის, რომ დაბრკოლების გარეშე შეძლოთ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, საკმარისია, ერთჯერადად ეწვიოთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს და დააფიქსიროთ თანხმობა შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით.

უკან 17.02.2016
-->