eMoney არის ინოვაციური ელექტრონული საფულე, რომლის უსაფრთხოებაც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საფულე საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების მაღალ დონესა და მრავალფეროვნებას. eMoney საფულის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ:
- კომუნალური გადასახადების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება და 200-ზე მეტი სხვა მომსახურების გადახდა. თქვენ ასევე შეგიძლიათ რამოდენიმე ათეულ ონლაინ მაღაზიაში იყიდოთ თქვენთვის სასურველი ნივთები მარტივად. პროვაიდერების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. eMoney-ში ასევე გაერთიანებულია საქართველოს ყველა ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორი, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ აზარტული თამაშების მოყვარულებს შორის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე;
- ის მომხმარებლები, რომლებიც გაივლიან სწრაფ და კომფორტულ ავტორიზაციის / ვერიფიკაციის პროცესს ლიბერთი ბანკის ფილიალებში, უფასოდ მიიღებენ მულტისავალუტო PAY ბარათებს, რომლის გადაბმაც შესაძლებელია eMoney საფულესთან. ეს არის დამატებითი კომფორტი, რათა კლიენტებმა მარტივად შეავსონ თავიანთი eMoney საფულე საბანკო ანგარიშებიდან;
- eMoney საფულის ანგარიშიდან თანხის განაღდება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვის ცენტრში და მობილურ სერვის ცენტრში. ასევე, ლიბერთი ბანკის 300-ზე მეტ ბანკომატში PAY ბარათის ან/და ახალი ელექტრონული (eID) პირდაობის მოწმობის გამოყენებით;
- იმ მომხმარებლებს, რომლებსაც eMoney საფულეზე გადაბმული აქვთ PAY ბარათი, შეუძლიათ უფასოდ შექმნან eMoney ვირტუალური VISA ბარათი, რომელიც მისცემთ საშუალებას გამოიყენონ ბარათი მსოფლიოს 1000-ზე მეტ ონლაინ მაღაზიაში;
- მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად შეავსონ საფულის ანგარიში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შეავსონ ბალანსი ლიბერთი ბანკისა და ტერა ბანკის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში. ასევე, ბალანსის შევსება შესაძლებელია NOVA, OSMP, TBC Pay და Express Pay თვითმომსახურების აპარატებში;
- საფულის მომხმარებლებს შეუძლიათ გადააბან თავიანთი VISA ან /და MastarCard ბარათები eMoney-ის საფულეს და სატესტო გადარიცხვით ავტორიზირებულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მომავალში ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე მარტივად და სწრაფად შეავსონ თავიანთი eMoney საფულის ბალანსი;
- eMoney-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ გამოიყენონ საფულის ბალანსი Swoop.ge, Freeshop.ge, MyPhone.ge, eAuction.ge, MyVideo.ge, MyMarket.ge, MyAuto.ge, MyHome.ge, MyParts.ge, MyDeal.ge-სა და ხხვა ელექტრონული კომერციის ლიდერ ვებ გვერდებზე. სრული სია იხილეთ შემდეგ ბმულზე
- eMoney საფულისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს საშუალება გაქვთ საკუთარი ლიბერთი ბანკის ანგარიში გადააბათ eMoney ბალანსს და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეავსოთ eMoney საფულე თქვენი LB ინტერნეტ ბანკისა და LB მობაილ ბანკის გამოყენებით, ასევე გამოიყენოთ ბანკის ანგარიშზე არსებული თანხა eMoney-ში 300-ზე მეტი პროვაიდერის სერვისის საფასურის გადასახდელად, ბალანსის შესავსებად, თანხის მეგობართან გადასარიცხად და eConnect-ის მერჩანტებთან საშოპინგოდ.