ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავააქტიურო Google აუტენთიფიკაცია?

Google აუტენთიფიკაციის გასააქტიურებლად საჭიროა გაიაროთ შემდეგი საფეხურები:

  1. გაიარეთ ავტორიზაცია და შედით პარამეტრებიდან Google აუტენთიფიკაციის გვერდზე.
  2. ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ Google Authenticator აპლიკაცია (იხილეთ მისამართები App Store: https://em.ge/2zIl47t , Play Store: https://em.ge/2xXFx71 )
  3. გაიარეთ SMS ვერიფიკაცია (მოთხოვნილ ველში, თქვენსავე მობილურის ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა).
  4. დაასკანირეთ ვებ-გვერდის მიერ გამოტანილი QR კოდი ან დააკოპირეთ ამავე გვერდზე გამოტანილი უსაფრთხოების ერთჯერადი გასაღები Google აუტენთიფიკატორ აპლიკაციაში.
  5. აქტივაციის დასასრულებლად საჭიროა შეიყვანოთ აპლიკაციაში დაგენერირებული Google აუტენთიფიკაციის კოდი და დააჭიროთ ღილაკს აქტივაცია.

 პ.ს. Google აუტენთიფიკაციის გათიშვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

უკან
-->