ხშირად დასმული კითხვები

ლიბერთი ანგარიშები eMoney-ში

ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს, საშუალება გეძლევათ გადააბათ თქვენი ლიბერთი ბანკის ანგარიში და ბარათი eMoney საფულეს და ისარგებლოთ რიგი უპირატესობებით:

  • შეავსოთ eMoney საფულის ბალანსი უფასოდ თქვენი ლიბერთი ანგარიშიდან
  • გადაიტანოთ თანხა უფასოდ eMoney საფულედან თქვენს ლიბერთი ანგარიშზე
  • ლიბერთი ანგარიშის გადაბმით თქვენი eMoney ანგარიში ავტომატურად ხდება ვერფიცირებული (ლინკ)
    •   

ლიბერთი ანგარიშის გადაბმა 

ლიბერთი ანგარიშის გადაბმით თქვენ შეძლებთ უფასოდ გადაიტანოთ თანხა eMoney საფულიდან თქვენს გადაბმულ ლიბერთი ბანკის ანგარიშზე, ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • ლიბერთი ბანკის ანგარიში 
  • ლიბერთი ბანკის აქტიური ბარათი
  • eMoney ანგარიში


თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ eMoney ანგარიში, შეგიძლიათ მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია.(ლინკ)

ინსტრუქცია
1) შედით თქვენს eMoney ანგარიშზე
2) დააკლიკეთ ღილაკს “LB ანგარიშები”

თქვენ გამოგიჩნდებათ შემდეგი ფანჯარა

3) შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, ლიბერთი ბანკის ბარათის ბოლო 4 ციფრი და მობილური ტელეფონი

4) დააკლიკეთ ღილაკზე "SMS გაგზავნა" და თქვენს მობილურზე, რომელიც დარეგისტრირებულია ლიბერთი ბანკში, მიღებული კოდი ჩაწერეთ ველში

5) დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება"

6) თუ უკვე გაქვთ eMoney-ის ანგარიში, გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი eMoney საფულის პაროლი

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

    •   

ლიბერთი ბარათის გადაბმა

ლიბერთი ბარათის გადაბმით თქვენ შეძლებთ უფასოდ შეავსოთ თქვენი eMoney საფულის ბალანსი, გადაბმული ლიბერთი ბარათიდან. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • ლიბერთი ბანკის აქტიური ბარათი
  • eMoney ანგარიში

ინსტრუქცია
1) შედით თქვენს eMoney ანგარიშზე
2) გადადით შემდეგ ბმულზე

3) აირჩიეთ ვალუტა (ლარი/დოლარი)

4) დააწკაპუნეთ ღილაკს “ბარათის დამატება”

5) შეიყვანეთ ბარათის მონაცემები

6) ბარათის მონაცემების შეყვანის შემდგომ, თქვენ ჩამოგეჭრებათ ბარათიდან უცნობი თანხა ( 0.01 -დან 2.00 ერთეული, თქვენ მიერ არჩეულ ვალუტაში)

7) ჩამოჭრილი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმს/ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ან ბანკის ფილიალიდან

8) დაადასტურეთ ჩამოჭრილი თანხა

9) თქვენი ბარათი ავტომატურად გადაებმება თქვენს eMoney ანგარიშს, ხოლო ჩამოჭრილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

 

     
 

შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს:

 

როგორ შევავსო eMoney საფულე LB მობაილ ბანკიდან? (ლინკ)

როგორ შევავსო eMoney საფულე LB ინტერნეტ ბანკიდან? (ლინკ)

რა უპირატესობა აქვთ eMoney სისტემაში ”ვერიფიცირებულ” მომხმარებლებს? (ლინკ) 
უკან
-->