money transfer

მიიღეთ ფულადი გზავნილი სახლიდან გაუსვლელად
 

eMoney გაძლევთ საშუალებას მიიღოთ 10-ზე მეტი კომპანიის გზავნილი, სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ!

თანხის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ:

  • გზავნილის კოდი
  • თანხის ოდენობა
  • ვალუტა

 

როგორ მივიღო თანხა?

  1. გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით www.eMoney.ge-ზე

money transfer

     2. eMoney-ს მთავარ მენიუში აირჩიეთ „საერთაშორისო გზავნილები“

money transfer

    3. შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი და დააჭირეთ ღილაკს „გზავნილის მიღება"

money transfer

მოთხოვნიდან რამდენიმე წუთში თქვენს eMoney ელექტრონულ საფულეზე ჩაგერიცხებათ გზავნილი.

დამატებით, იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია             

აღნიშნული თანხით თქვენ შეგიძლიათ:

  • დაფაროთ 500-ზე მეტი სერვისის საფასური. გაიგეთ მეტი
  • გაანაღდოთ თანხა ლიბერთი ბანკის ბანკომატში (eID ბარათის მეშვეობით). გაიგეთ მეტი
  • გადარიცხოთ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ან გადაბმულ VISA/MasterCard ბარათზე გაიგეთ მეტი
  • იყიდოთ ბიტკოინები . გაიგეთ მეტი

არის თუ არა შესაძლებელი მიღებული თანხის კონვერტაცია?

მიღებული თანხის კონვერტაცია შესაძლებელია 10-მდე ვალუტაში, მათ შორის ლარშიც.

რომელი გზავნილის მიღება შემიძლია eMoney-ში?

გზავნილი შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი პროვაიდერებიდან:

money transfer

საერთაშორისო გზავნილის მიღება eMoney-ს ბალანსზე  არის უფასო.

*გზავნილის მისაღებად თქვენი ანგარიში უნდა იყოს ვერიფიცირებული

როგორ გავიარო ვერიფიკაცია?

  • შეგიძლიათ მიბრძანდეთ ლიბერთი ბანკში და ოპერატორთან გაიაროთ ვერიფიკაცია პირადობის მოწმობითა და eMoney ანგარიშით.
  • გადააბით ლიბერთი ბანკის ანგარიში იმანის ანგარიშს და ავტომატურად გახდით ვერიფიცირებული
  • გაიარეთ ონლაინ ვერიფიკაცია და შეავსეთ ყველა მოთხოვნილი ველი. თქვენი საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე მინიმუმ 1 თეთრი და დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ იმანი ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი და სიტყვა ვერიფიკაცია.

 

                                                                                          money transfer

 

-->