pt1

გადააბით VISA/MasterCard ან PAY ბარათი თქვენს eMoney საფულეს და განახორციელეთ გადახდები ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე

ამისთვის:

პირველ რიგში გაიარეთ ავტორიზაცია eMoney-ს ვებ გვერდზე და დააჭირეთ ბმულს “გადააბით VISA/MasterCard"

 pt1

შემდგომ, აირჩიეთ რა ვალუტაში (ლარი, დოლარი) გსურთ ჩამოგეჭრათ თანხა ბარათის გადასაბმელად და დააჭირეთ ღილაკს “ბარათის დამატება” 

pr2

თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანის შემდგომ, ბარათის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა 0.01-2.00 ლარის შუალედში

 pt3

შემდეგ, გადაამოწმეთ ჩამოჭრილი თანხის ოდენობა:

  • თუ სარგებლობთ SMS ბანკინგის სერვისით, თქვენ მიიღებთ SMS შეტყობინებას ჩამოჭრილი თანხის ოდენობის შესახებ;
  • თუ სარგებლობთ ინტერნეტ ბანკინგით, გაიარეთ ავტორიზაცია და მოძებნეთ დაბლოკილი თანხებში აღნიშნული ტრანზაქცია;
  • დანარჩენ შემთხვევაში, მიმართეთ თქვენი ბანკის სერვის ცენტრს და ნახეთ თქვენს ანგარიშზე დაბლოკილი თანხა.

 

და ბოლოს, მიუთითეთ ჩამოჭრილი თანხა და დააჭირეთ ღილაკს დადასტურება:

 pt4

თუ ჩამოჭრილი თანხა და თქვენს მიერ მითითებული თანხა ერთმანეთს ემთხვევა ბარათი წარმატებით გადაებმება და ჩამოჭრილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ მომენტალურად eMoney-ს ანგარიშზე.

 pt5

 

                                                                                        page

-->