g2a 

G2A არის ონლაინ მარკეტი, რომელიც აერთიანებს ონლაინ თამაშების  მყიდველებსა და გამყიდველებს ერთ სივრცეში. აღსაღნიშნავია, რომ G2A არ ყიდის კოდებს, ეს არის ონლაინ მარკეტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაყიდონ ან იყიდონ თამაშის გასაღებები.

ასევე, G2A-ზე თავმოყრილია ყველა წამყვანი პლატფორმის თამაში, როგორებიცაა: Xbox, Steam, Apple, Origin, PSN, Gameforge, BattleNet, UPlay, GOG, HTC Vive, Oculus Rift.

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ იყიდოთ თამაში არა კომპანიისგან, არამედ ინდივიდუალური მყიდველისგან, შეამოწმეთ გამყიდველის რეიტინგი და რამდენი გასაღები აქვთ გაყიდული. ასევე შეამოწმეთ თუ რომელი ქვეყნისთვის არის ხელმისაწვდომი თამაში და აარჩიეთ ისეთი, რომელსაც უწერია „Region: GLOBAL“.

 ბარათის ყიდვა

იხილეთ ინსტრუქცია:

1. საძიებო ველში მოძებნეთ „G2A”

 g2a

2. შეიყვანეთ მეილი ან ტელეფონის ნომერი, რომელზეც გსურთ რომ მოგივიდეთ აქტივაციის კოდი

 g2a

3. მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ბარათის ღირებულება და დაარეგისტრირეთ გადახდა

 გადახდის დარეგისტრირება - g2a

4. მითითებულ მეილზე მიიღებთ კოდს, ამის შემდეგ შებრძანდით ვებ გვერდზე https://www.g2a.com და მიუთითეთ მიღებული კოდი, როგორც სურათზეა ნაჩვენები

 ბარათის ყიდვაბარათის ყიდვა

5. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თამაში და გადაიხადეთ სასაჩუქრე ბარათით

 ბარათის ყიდვაg2a

6. გადახდის დასრულებისთანავე, მეილზე მოგივათ თამაშის კოდი

 ბარათის ყიდვა

 

 

                                                                                               g2a

 

სს „იმანი ჯორჯია“ მიზნად ისახავს მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნასა და თაღლითური ქმედებებისგან მიღებული შესაძლო ზიანის თავიდან აცილებას, რისთვისაც ის მიმართავს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის და არა მხოლოდ: სისტემის შიგნით განხორციელებული ტრანზაქციების მიზნობრიობის, დანიშნულებისა და შინაარსის კონტროლს, მისი მომხმარებლების ქცევასა და აქტივობაზე დაკვირვებას. მიუხედავად კომპანიის მცდელობისა, მაინც არსებობს მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული მომხმარებელთა დაზარალების რისკები. აღნიშნული თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ: გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე უცხო პირებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; გადაამოწმეთ ვის ურიცხავთ ან ვისგან იღებთ თანხას; რა მიზნობრიობით და დანიშნულებით რიცხავთ ან იღებთ თანხას. აღნიშნული რეკომენდაციები არის მინიმალური (და არა ყველა) ქმედებები, რითიც შეგიძლიათ თავი დაიზღვიოთ ფინანსური და ლეგალური რისკებისგან.